Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის საავადმყოფოებში რჩება 16 ივლისს მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული საქართველოს ოთხი მოქალაქე


თურქეთის საავადმყოფოებში რჩება 16 ივლისს მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული საქართველოს ოთხი მოქალაქე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაშავებულები გირესუნის, გორელესა და ტრაბზონის კლინიკებში იმყოფებიან. ერთ-ერთ დაშავებულს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. ავტობუსი, რომელსაც თურქეთის გავლით ბულგარეთში მიჰყავდა საბავშვო ანსამბლი „ლამპრები,“ გირესუნის მახლობლად გზიდან გადავიდა და ამობრუნდა. გვიან ღამით, ანსამბლის წევრ 25 ბავშვთან ერთად, თურქეთიდან საქართველოში დაბრუნდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე. ის მთავრობის წევრებთან ერთად თურქეთში 16 ივლისს გაემგზავრა, ავტოავარიის შედეგად დაშავებულები საავადმყოფოებში მოინახულა და ორგანიზება გაუწია მოზარდების სამშობლოში დაბრუნებას. ზურაბ პატარაძის ინფორმაციით, ავტოავარიის მიზეზს თურქეთის სამართალდამცავი ორგანოები იკვლევენ.

XS
SM
MD
LG