Accessibility links

დღეს საქართველოს პირველი სახელმწიფო ვიზიტით ეწვევა უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო


დღეს საქართველოს პირველი სახელმწიფო ვიზიტით ეწვევა უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პეტრო პოროშენკო თბილისს ეწვევა ოჯახთან, უკრაინის სამთავრობო დელეგაციასა და ბიზნესმენებთან ერთად. 18 ივლისს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება უკრაინის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია, რომლის დასრულების შემდეგ გიორგი მარგველაშვილი და პეტრო პოროშენკო ერთმანეთს ჯერ პირისპირ, შემდეგ კი სამთავრობო დელეგაციებთან ერთად შეხვდებიან. გაიმართება საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენციაც. პეტრო პოროშენკო გიორგი მარგველაშვილთან ერთად მოინახულებს შიდა ქართლის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს, რომელიც მავთულხლართებითაა გაყოფილი. საქართველოში პირველი სახელმწიფო ვიზიტისას უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს, და პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს. თბილისში გაიმართება საქართველო-უკრაინის ბიზნესფორუმი. 19 ივლისს პეტრო პოროშენკო სვანეთისა და აჭარის რეგიონებს ესტუმრება. ბათუმში დაგეგმილია უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, ზურაბ პატარაძესთან და საქართველო-უკრაინის საინვესტიციო ფორუმი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG