Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი ზრდის სირიაში ქიმიური იარაღით თავდასხმისთვის სანქცირებულთა სიას


ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვიტეს, სანქციები დაუწესონ დამატებით 16 სირიელს სამოქალაქო პირების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებისას შესრულებული სავარაუდო როლის გამო. 16 სანქცირებულს შორის არის მაღალი რანგის რვა სამხედრო ოფიციალური პირი, ხოლო დანარჩენები არიან მეცნიერები, რომელთაც, ევროკავშირის ინფორმაციით, კავშირი აქვთ ქიმიური იარაღის მოპოვებასთან. სანქციები ითვალისწინებს საბანკო ანგარიშების გაყინვას და ევროკავშირში ჩასვლის აკრძალვას. ახლა ეს ზომები უკვე 255 ადამიანზე ვრცელდება. სანქციები მიმართულია 67 ორგანიზაციის წინააღმდეგაც. ინდივიდებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ სანქციების მიღებამდე, ევროკავშირმა დააწესა ემბარგო სირიისათვის ნავთობის მიწოდებაზე და შეზღუდა იმ აღჭურვილობისა და ტექნოლოგიის ექსპორტი, რომელიც შესაძლოა შიდაპოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული.

XS
SM
MD
LG