Accessibility links

ამსტერდამთან გაიხსნა უკრაინაში 2014 წლის ავიაკატასტროფის მსხვერპლთა მემორიალი


ნიდერლანდში გაიხსნა 2014 წელს აღმოსავლეთ უკრაინაში სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად დაღუპულთა მემორიალი. ავიაკატასტროფამ 298 ადამიანი შეიწირა, მათგან ნახევარზე მეტი ნიდერლანდელები იყვნენ. ამსტერდამის აეროპორტის მახლობლად, ვიფჰოიზენის პარკში მემორიალის გახსნის ცერემონიაზე, დაღუპულთა 2000-ზე მეტი ახლობლის გარდა, მივიდნენ ნიდერლანდის მეფე ვილემ-ალექსანდერი და დედოფალი მაქსიმა, უცხოელი სტუმრები. მალაიზიის ავიაკომპანიის სამგზავრო თვითმფრინავი 2014 წლის 17 ივლისს ამსტერდამიდან კუალა ლუმპურის მიმართულებით მიფრინავდა, როცა ის აღმოსავლეთ უკრაინის თავზე რაკეტით ჩამოაგდეს. მანამდე რამდენიმე თვით ადრე აღმოსავლე უკრაინაში დაწყებული იყო მთავრობის ჯარებსა და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს შორის შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც დღემდე გრძელდება და რომლის შედეგადაც 10 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული.

XS
SM
MD
LG