Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში მიმდინარეობს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება


თბილისში მიმდინარეობს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება, „ამბასადორიალი 2017 - შედეგზე ორიენტირებული დიპლომატია ტურბულენტურ გარემოში.“ მისი მონაწილეები 4 დღის განმავლობაში იმსჯელებენ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე და ამ მიმართულებით გაწეულ და დაგეგმილ საქმიანობაზე. სამუშაო სესიები მოიცავს თემატურ შეხვედრებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და საზღვარგარეთ საქართველოს იმიჯის პოპულარიზაციაზე. სპეციალური სესია დაეთმობა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრას. წელს პირველად ამბასადორიალის მონაწილეები განიხილავენ დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური პროპაგანდის საკითხებს. წელს პირველად გაიმართება „ეკონომიკური დიპლომატიის“ კონფერენციაც, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მთავრობის და ბიზნესის წარმომადგენლები და საზღვარგარეთ საქართველოს საპატიო კონსულები. ამბასადორიალი 21 ივლისს დასრულდება.

XS
SM
MD
LG