Accessibility links

თბილისის საქალაქო სასამართლო დახურული რეჟიმით განაგრძობს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის განხილვას


თბილისის საქალაქო სასამართლო დახურული რეჟიმით განაგრძობს განზრახ მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის საქმის განხილვას. დღევანდელ სხდომაზე მოწმის სტატუსით დაკითხეს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, დიმიტრი შიოლაშვილი. მან ჩვენების მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უპასუხა გიორგი მამალაძესთან ურთიერთობის შესახებ დასმულ შეკითხვებს. მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ მამა გიორგისთან ურთიერთობა ჰქონდა, როგორც მღვდელმთავარს. „ვისაუბრე სიმართლე, მხოლოდ სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა" - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ. პროკურატურა დეკანოზს, გიორგი მამალაძეს ბრალს სდებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებაში, მომწამლავი ნივთიერების, ციანიდის გამოყენებით. გიორგი მამალაძე ბრალდებას უარყოფს.

XS
SM
MD
LG