Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ: ირანი ასრულებს ბირთული შეთანხმების პირობებს


აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ ირანი ასრულებს 2015 წლის ბირთვული შეთანხმების პირობებს და ვაშინგტონი, შესაბამისად, განაგრძობს ბირთვულ სფეროსთან დაკავშირებული სანქციების შერბილებას. თუმცა, აშშ-ი ფიქრობს, თეირანზე ზეწოლა გააგრძელოს სანქციების გზით ბალისტიკური რაკეტების, სწრაფმავალი გემების და სხვა საკითხების გამო. პრეზიდენტის თანამდებობაზე ტრამპის მოსვლის შემდეგ, მისმა ადმინისტრაციამ მეორედ აღიარა, რომ ირანი იცავს ბირთვული შეთანხმების პირობებს. ამ შეთანხმებას ტრამპი კატეგორიულად აკრიტიკებდა თავისი საარჩევნო კამპანიის დროს. ვაშინგტონი ითვლის, რომ მაშინ, როცა თეირანი იცავს ბირთვულ შეთანხმების პირობებს, ამავე დროს არღვევს ამ დოკუმენტის „სულისკვეთებას“ ბალისტიკური რაკეტების და სწრაფმავალი გემების განვითარებით. ადმინისტრაცია შეშფოთებას გამოხატავს ასევე ირანში ადამიანის უფლებების დარღვევის, ისრაელის წინააღმდეგ ტერორიზმის მხარდაჭერის, აშშ-ის მოქალაქეების დაპატიმრების და სპარსეთის ყურებში ნაოსნობის თავისუფლების საქმეში ჩარევის გამო. ირანი კვლავაც არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხე აშშ-ის ინტერესებისა და რეგიონული სტაბილურობისთვის, განაცხადა აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ვინაობა არ გაამხილა და რომელმაც დასძინა, რომ ადმინისტრაცია შეთანხმების გამკაცრების მცდელობის გზებს ეძებს.

XS
SM
MD
LG