Accessibility links

ჩერნოგორიამ ევროკავშირს დახმარება სთხოვა ტყის ხანძრების ჩაქრობაში


ჩერნოგორიამ ტყის ხანძართან ბრძოლაში დახმარებისთვის მიმართა საერთაშორისო თანამეგობრობას. ამ ქვეყნის ადრიატიკის სანაპიროდან, სადაც ცეცხლი მძვინვარებს, ათეულობით ტურისტის ევაკუაცია მოხდა კემპინგებიდან და სასტუმროებიდან. ამის თაობაზე იტყობინება ჩერნოგორიის მთავრობა, რომელიც ავრცელებს განცხადებას, რომ ლუსტიკის რეგიონში ვითარება კრიტიკულია. ჩერნოგორიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმართა ევროკავშირს დახმარებისთვის. ადრიატიკის ზღვისპირა ქალაქების, კოტორის, ტიტავის და ჰერცეგ ნოვისმერებმა თხოვნით მიმართეს მთავრობას, ცეცხლთან ბრძოლაში დახმარება სთხოვოს მეზობელ ხორვატიას, ბოსნიას და სერბიას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG