Accessibility links

ირანის პრეზიდენტის დაპატიმრებული ძმა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს


ირანის პრეზიდენტის ჰასან როჰანის უმცროსი ძმა, ჰოსეინ ფერეიდუნი, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ის დაკავებული იყო საფინანსო სფეროში წაყენებული გაურკვეველი ბრალდებების გამო. ფერეიდუნის განთავისუფლება 17 ივლისს მოჰყვა ცნობების გავრცელებას, რომ ის საავადმყოფოში წაიყვანესი მის გამო, რომ სასამართლოს სხდომისას ცუდად გახდა. ფერეიდუნი, ძმის, პრეზიდენტ როჰანის მთავარი მრჩეველი და მის წრესთან დაახლოებული პირია. მისი დაპატიმრება მიიჩნეოდა პრეზიდენტზე მკაცრი კურსის მომხრეთა ზეწოლის მცდელობად. როჰანის და ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის, საჯარო კომენტარი ჰოსეინ ფერეიდურის დაკავების გამო არ გაუკეთებიათ. როჰანის თავდაპირველი გვარი ფერეიდუნია.

XS
SM
MD
LG