Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში „ახალ არბატზე“ სასტუმროს შენობაში ხანძარი გაჩნდა


ხანძარი გაჩნდა მოსკოვის მაღალსართულიანი სასტუმროს შენობაში, რომელსაც რეკონსტრუქციას უტარებენ და რომელიც მდებარეობს „ახალ არბატზე“, მოსკოვის ცენტრში, ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ქუჩაზე. საგანგებო ვითარებათა სამინისტროს თანახმად, ხანძრის გამო არავინ დაშავებულა. ცეცხლი მეხანძრეებმა ჩააქრეს. მშენებლობაზე მომუშავე ასამდე პირმა ხანძრის გაჩენისთანავე დატოვა შენობა. სხვა 26 ადამიანი, რომლებიც შენობაში იყვნენ, ევაკუირებულ იქნენ. ცეცხლმა გააშავა ქუჩის სამხრეთში მდებარე შენობის ერთი მხარე, წიგნის ფორმის ნაწილი. ხანძრის მიზეზებს იძიებენ.

XS
SM
MD
LG