Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა 6,25 მლნ დოლარი უნდა გადაუხადოს ნიდერლანდს 2013 წელს „გრინპისის“ გემის დაკავებისათვის


ჰააგის საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილებით, რუსეთმა 6,25 მლნ დოლარი უნდა გადაუხადოს ნიდერლანდს 2013 წელს „გრინპისის“ გემის დაკავებისათვის. 2013 წლის სექტემბერში გემი „არქტიკ სანრაიზი“, რომელსაც გარემოს დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია „გრინპისი“ იყენებდა, მიუახლოვდა არქტიკაში ნავთობის მოსაპოვებელ პლატფორმას, „პრირაზლომნაიას“. ის რუსეთის კომპანია „გაზპრომს“ ეკუთვნის. რამდენიმე აქტივისტმა სცადა ასულიყო პლატფორმაზე არქტიკაში ნავთობის მოპოვების გასაპროტესტებლად. მაგრამ რუსეთის სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა გემი დააკავეს და დააპატიმრეს იქ მყოფი 30-ვე ადამიანი. კრიზისი 2013 წლის დეკემბერში დასრულდა ამნისტიით, რომელიც ეკოლოგებს შეეხო. 2015 წლის აგვისტოში საერთაშორისო სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა საერთაშორისო სამართალი დაარღვია, როცა საერთაშორისო წყლებში დააკავა გემი და მასზე მყოფი პირები. ნიდერლანდმა მოითხოვა კომპენსაცია მიყენებული ზარალისათვის. რუსეთს არ მიუღია მონაწილეობა საქმის განხილვაში.

XS
SM
MD
LG