Accessibility links

რუსეთში აშშ-ის ელჩად ინიშნება ჯონ ჰანტსმენი, ჩინეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი


თეთრი სახლი ჩინეთში აშშ-ის ყოფილ ელჩს, უმცროს ჯონ ჰანტსმენს წარადგენს რუსეთში შეერთებული შტატების ელჩობის კანდიდატად. ამ თანამდებობაზე დასამტკიცებლად, მას სენატის მხარდაჭერა სჭირდება. 57 წლის ჰანტსმენს სხვადასხვა თანამდებობა ეკავა შეერთებული შტატების ხუთი პრეზიდენტის მმართველობისას, იყო იუტის შტატის გუბერნატორი და ჩინეთში აშშ-ის ელჩი 2009-2011 წლებში. ის დიდი ხანია ითვლებოდა ტრამპის ფავორიტად რუსეთში ელჩის პოსტზე. ჰანტსმენის კანდიდატურის დასახელების ფონია ბრალდებები, რომ რუსეთი შეეცადა გავლენა მოეხდინა აშშ-ში 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორება სურს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG