Accessibility links

აშშ, რუსეთი და ეუთო შეშფოთებას გამოთქვამენ დონეცკის ოლქში "მალოროსიის" გამოცხადების გამო


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე რუსეთის წარმომადგენელი და ეუთო შეშფოთებას გამოთქვამენ დონეცკის ოლქში მებრძოლი სეპარატისტების მიერ ახალი „სახელმწიფოს“, "მალოროსიის" გამოცხადების გამო. შეშფოთებული ვარ პროვოკაციული რიტორიკით, რომელიც დონეცკიდან ისმისო, - განაცხადა ეუთოს მორიგე თავმჯდომარემ, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სებასტიან კურცმა. მან ყველა მხარე გააფრთხილა, თავი შეიკავონ „კონფრონტაციული განცხადებებისაგან“ და მინსკის სამშვიდობო შეთანხმებისთვის "საფრთხის შემქმნელი მოქმედებებისაგან". ხოლო უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე რუსეთის წარმომადგენელი ბორის გრიზლოვი აცხადებს, რომ „მალოროსიის“ შექმნის ინიციატივა “არ შეესაბამება მინსკის პროცესს“ და მისი შექმნის თაობაზე განცხადებას არ მოჰყვება სამართლებრივი შედეგები. მინსკის შეთანხმებებს აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასის რეგიონში მოჰყვა მყიფე ზავი, რომელსაც ეუთოს მეთვალყურეები აკვირდებიან. აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლის აპრილიდან გრძელდება მთავრობის ჯარებსა და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს შორის შეიარაღებული კონფლიქტი, რომლის შედეგადაც 10 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG