Accessibility links

მაკედონია უარს ამბობს სახელის შეცვლაზე, რასაც საბერძნეთი მოითხოვს


მაკედონიამ 18 ივლისს უარი თქვა წინადადებაზე, შეიცვალოს სახელი, რათა ბოლო მოუღოს მის გარშემო საბერძნეთთან დავას. საბერძნეთი მოითხოვს „მაკედონიად“ მხოლოდ მისი ჩრდილოეთი პროვინციის ოფიციალურად მოხსენიებას. ამის გამო ათენი, ევროკავშირი, გაერო ბალკანეთის ქვეყანას უწოდებენ „იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკა მაკედონიას“, ინგლისური აბრევიატურით FYROM. „როცა FYROM-ს ახსენებთ, მას ისეთივე კავშირი აქვს ჩემს ქვეყანასთან, როგორც „კლინგონს“ ტელესერიალ „ვარსკვლავური გზიდან“, - განაცხადა მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოლა დიმიტროვმა ბრიუსელში, ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. საკულტო ამერიკულ ტელესერიალ „ვარსკვლავურ გზაში“ (Star Trek) კლინგონები არიან ადამიანის მსგავსი უცხოპლანეტელები თავის ქალის უჩვეულო ფორმით. მათ თავიანთი იმპერია, თავიანთი ენა აქვთ. მაკედონიისათვის სახელის გამოცვლის უარყოფისას, დიმიტროვმა აღნიშნა, რომ შესაძლებელია სხვა კომპრომისის გამონახვა.

XS
SM
MD
LG