Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის პრეზიდენტმა ახალი ხელმძღვანელი დაუნიშნა შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს


საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ახალი ხელმძღვანელი დაუნიშნა შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს მას შემდეგ, რაც გადადგა გენერალი პიერ დე ვილიე მაკრონთან სამხედრო ბიუჯეტის შემცირებაზე უთანხმოების გამო. მაკრონის გადაწყვეტილებით, გენერალურ შტაბს ახლა გენერალი ფრანსუა ლეკონტერი უხელმძღვანელებს. ის მსახურობდა სარაევოში, 1990-იან წლებში ბალკანეთის ომების დროს, და ხელმძღვანელობდა მალიში საფრანგეთის სამხედრო მისიას. შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის პოსტზე, მისი წინამორბედი, გენერალი პიერ დე ვილიე გადადგომის შესახებ განცხადებაში წერს, რომ ვეღარ შეძლებს უზრუნველყოს ისეთი მოდელის არმიის სიცოცხლისუნარიანობა, რომელიც საფრანგეთში უსაფრთხოების გარანტი უნდა იყოს. გასულ კვირაში საფრანგეთის არმიის გენშტაბის უფროსმა გააკრიტიკა წელს სამხედრო ბიუჯეტის 850 მილიონი ევროთი შემცირების გეგმა. პასუხად მაკრონმა საჯაროდ მოუწოდა გენერალს სუბორდინაციისაკენ და მას თანამდებობიდან გადადგომა შესთავაზა.

XS
SM
MD
LG