Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი ადვოკატი, რომელიც უმცროს ტრამპს შეხვდა, მზად არის, ჩვენება მისცეს აშშ-ის კონგრესს


რუსი ადვოკატი ნატალია ვესელნიცკაია, რომელიც აშშ-ში 2016 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს შეხვდა დონალდ ტრამპის უფროს ვაჟიშვილს, აცხადებს, რომ მზად არის ჩვენება მისცეს აშშ-ის კონგრესს. ვესელნიცკაიამ „მასობრივ ისტერიად“ მოიხსენია მწვავე გამოხმაურება, რომელიც აშშ-ში მოჰყვა ცნობას უმცროს დონალდ ტრამპთან მის შეხვედრაზე. უმცროსი ტრამპი ნიუ-იორკში შეხვდა ვესელნიცკაიას მას შემდეგ, რაც შეატყობინეს, რომ რუსი იურისტი იყო რუსეთის მთავრობის ადვოკატი და ხელთ ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის, ჰილარი კლინტონისათვის საზიანო ინფორმაცია. 2016 წლის 9 ივნისს გამართულ ამ შეხვედრას კიდევ რამდენიმე ადამიანი დაესწრო, მათ შორის რუსეთის უშიშროების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი და ტრამპთან დაახლოებული პირები. ნატალია ვესელნიცკაიამ რუსეთის სახელმწიფო ტელევიზია ერტეს უთხრ, რომ უმცროს ტრამპთან შეხვედრასთან დაკავშირებით, მზად არის გააკეთოს განმარტებები, მაგრამ მხოლოდ ადვოკატების მეშვეობით, ან სენატისათვის ჩვენების მიცემით. ვესელნიცკაია აცხადებს, რომ არა აქვს კავშირი კრემლთან და არ ჰქონია არც კომპრომატები ჰილარი კლინტონზე.

XS
SM
MD
LG