Accessibility links

ბაქო „სომხეთის მორიგ პროვოკაციას“ უწოდებს მთიანი ყარაბაღის „არჩევნებს“


მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტმა დღეს მესამე სამწლიანი ვადით აირჩია ბაკო საჰაკიანი აზერბაიჯანის შემადგენლობაში შემავალი სეპარატისტული რესპუბლიკის პრეზიდენტად. ბაქოს საგარეო უწყების პრესმდივანმა ჰიქმათ ჰაჯიევმა კენჭისყრას „სომხეთის მორიგი პროვოკაცია“ უწოდა და დასძინა, რომ არჩევნები აზერბაიჯანის კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არჩევნებამდე ორი დღით ადრე გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც დღევანდელ კენჭისყრას „უკანონო“ უწოდა.

XS
SM
MD
LG