Accessibility links

კიევში გაიმართა შარშან მოკლულ ჟურნალისტ პაველ შერემეტის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია


უკრაინის დედაქალაქში მიმდინარეობს ჟურნალისტ პაველ შერემეტის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია, რომელშიც შერემეტის კოლეგები, მეგობრები, სახვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკურ პარტიების წარმომადგნელები მონაწილეობენ. გასული წლის 20 ივლისს, კიევის ცენტრში მოძრავ ავტომანქანაში, რომელსაც პაველ შერემეტი მართავდა, თვითნაკეთი ბომბი აფეთქდა. ჟურნალისტი ადგილზე დაიღუპა. ტერაქტის ორგანიზატორებისა და შემსრულებლების ვინაობა დღემდე დაუდგენელია. სამგლოვიარო ღონისძიებაზე შეკრებილი ადამიანები ფეხით გაემართნენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობებისაკენ და მოითხოვეს ჟურნალისტის მკვლელობის გამოძიება.უკრაინის ხელისუფლება ჟურნალისტის მკვლელობას პოლიტიკურს უწოდებს და არ გამორიცხავს, რომ შემკვეთი დაკავშირებული ყოფილიყო რუსეთთან. თუმცა, ამ ვერსიის არავითარი მყარი მტკიცებულება გამოძიებას დღემდე არ წარმოუდგენია. პაველ შერემეტი, რომელიც სხვადასხვა დროს ბელორუსიასა და რუსეთში მოღვაწეობდა, , 2014 წლიდან ცხოვრობდა კიევში, სადაც მუშაობდა რადიო „ვესტიში“ და საინფორმაციო-სააგენტო „უკრაიანსკა პრავდაში“.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG