Accessibility links

ბაქოში პატიმრობა მიუსაჯეს რუს ბლოგერ ალექსანდრ ლაპშინს


აზერბაიჯანის სასამართლომ სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა რუს ბლოგერ ალექსანდ ლაპშინს, რომელიც მოსამართლემ დამნაშავედ სცნო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისათვის. ლაპშინი უარყოფს ბრალდებას და აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში მისი ყოფნა არ იყო ნაკარნახევი არავითარი პოლიტიკური მოტივით. ხოლო სეპარატისტულ ანკლავს კი ბლოგერი აზერბაიჯანის ტერიტორიად მიიჩნევს. ცნობილი რუსი ბლოგერი ალექსანდრ ლაპშინი, აზერბაიჯანის მოთხოვნით, ბელორუსიაში 2016 წელს დააკავეს. აზერბაიჯანული მხარისგან ოფიციალურად მიღებული ნებართვის გარეშე, 2011 წლის აპრილსა და 2012 ოქტომბერში ბლოგერი უკანონოდ იმყოფებოდა ყარაბაღში, რითაც, ბაქოს განცხადებით, მან დაარღვია „აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის“ და „საპასპორტო რეჟიმის“ შესახებ კანონები. 40 წლის ლაპშინი, რომელიც უკრაინისა და ბელორუსიის მოქალაქეა, გასული წლის დეკემბერში ბელორუსიაში დააკავეს აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობით. რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ბელორუსიის ხელისუფლებამ ბლოგერი აზერბაიჯანს გადასცა.

XS
SM
MD
LG