Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფგან მუხთარლის საქმეს გამოიძიებს მთავარი პროკურატურა


აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეს საქართველოს მთავარი პროკურატურა გამოიძიებს. ამას ორი თვის განმავლობაში ითხოვდნენ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ადვოკატები და მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე მთავარმა პროკურატურამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა და უწყებას დღეს, 20 ივლისს გადმოეცა. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა, მეორე დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის დარღვევის და ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებებით. საქართველოში გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG