Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქციის მონაწილეებმა კიევს ჟურნალისტ პაველ შერემეტის მკვლელობის გახსნა მოსთხოვეს


უკრაინის დედაქალაქში გამართულ აქციაზე, რომელიც ერთი წლის წინ მოკლულ ჟურნალისტ პაველ შერემეტის ხსოვნას მიეძღვნა, უკრაინის ხელისუფლებისგან საქმის გახსნა და შემკვეთების დასჯა მოითხოვეს. გასული წლის 20 ივლისს, კიევის ცენტრში მოძრავ ავტომანქანაში, რომელსაც პაველ შერემეტი მართავდა, თვითნაკეთი ბომბი აფეთქდა. ჟურნალისტი ადგილზე დაიღუპა. ტერაქტის ორგანიზატორებისა და შემსრულებლების ვინაობა დღემდე დაუდგენელია. სამგლოვიარო ღონისძიებაზე შეკრებილი ადამიანები ფეხით გაემართნენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობებისაკენ და მოითხოვეს ჟურნალისტის მკვლელობის გამოძიება. უკრაინის ხელისუფლება ჟურნალისტის მკვლელობას პოლიტიკურს უწოდებს და არ გამორიცხავს, რომ შემკვეთი დაკავშირებული ყოფილიყო რუსეთთან. თუმცა, ამ ვერსიის არავითარი მყარი მტკიცებულება გამოძიებას დღემდე არ წარმოუდგენია. პაველ შერემეტი, რომელიც სხვადასხვა დროს ბელორუსიასა და რუსეთში მოღვაწეობდა, 2014 წლიდან ცხოვრობდა კიევში, სადაც მუშაობდა რადიო „ვესტიში“ და საინფორმაციო-სააგენტო „უკრაიანსკა პრავდაში“.

XS
SM
MD
LG