Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილებას


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა” და „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს. “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებებით, შვიდი თვითმმართველი ქალაქის გაუქმება და მათი მუნიციპალურ თემებთან გაერთიანება მოხდა. რაც შეეხება „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს, რომელსაც ასევე დაადო ვეტო საქართველოს პრეზიდენტმა, საარჩევნო ადმინისტრაციაში პარტიების მიერ წევრების დანიშვნა დამოკიდებული იქნება პარტიის მიერ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობაზე, ნაცვლად დღეს არსებული წესისა, რომლის მიხედვით, საარჩევნო კომისიებში წევრის დანიშვნა პარტიის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ დაფინანსებაზეა დამოკიდებულია. ეს გადაწვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა ბრიფინგზე თავად გააცნო საზოგადოებას და დასძინა, რომ მოტივირებული შენიშვნების უკვე გადაუგზავნა საქართველოს პარლამენტს. საქართველოს პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ საკანონმდებლო ორგანო გაითვალისწინებს მის მოტივირებულ შენიშვნებს.

XS
SM
MD
LG