Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთსა და თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი


სულ ცოტა, ორი კაცი დაიღუპა და 200-მდე დაშავდა საბერძნეთსა და თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად. 6,7 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში მდებარეობდა. როიტერის სააგენტო საბერძნეთის ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება, რომ კუნძულ კოსზე დაიღუპა ორი და დაშავდა 100-მდე ადამიანი. თურქეთის ხელისუფალთა ცნობით, 70-ზე მეტი ადამიანი დაშავდა საკურორტო ქალაქ ბოდრუმში. მიწისძვრის შედეგად დაინგრა ან დაზიანდა ათობით შენობა. თურქეთში საქართველოს ელჩის, ირაკლი კოპლატაძის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაშავებულთა შორის არ არიან საქართველოს მოქალაქეები.

XS
SM
MD
LG