Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრი სახლის მრჩეველი: აშშ კატეგორიულად არ მოითხოვს ბაშარ ასადის დაუყოვნებლივ წასვლას


სირიის ექვსწლიანი სამოქალაქო ომის პოლიტიკური გზით მოგვარების მცდელობისას, აშშ არ მოითხოვს სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ ასადის დაუყოვნებლივ წასვლას, განაცხადა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩეველმა კონტრტერორიზმის საკითხებში. ტომ ბოსერტის თქმით, აშშ-თვის არ არის ახლა მნიშვნელოვანი, პირველ რიგში ასადის წასვლა, განუცხადა ბოსერტმა კოლორადოში ასპენის უსაფრთხოების ფორუმის მონაწილეებს. მისი თქმით, აშშ კვლავაც ისურვებდა, რომ ასადი, რაღაც დროს თანამდებობას ჩამოშორდება, ეს იქნებოდა ჩვენთვის სასურველი ბოლო, თქვა ბოსერტმა. თეთრი სახლის ახლანდელი პოზიცია არსებითად განსხვავებულია მისი წინამორბედის, ბარაკ ობამას პერიოდის შეხედულებისგან, რომ სირიის კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების ნაწილი ასადის წასვლა უნდა ყოფილიყო. ასადის მიმართ პოზიცია შეარბილეს სხვა დასავლელმა ლიდერებმაც.

XS
SM
MD
LG