Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ექსონ მობილი“ აშშ-ს უჩივის რუსეთთან შეთანხმებისთვის ჯარიმის გამო


აშშ-ის სანავთობო გიგანტი, „ექსონ მობილი“ აშშ-ს უჩივის იმის გამო, რომ ფირმის თანახმად, მას აშშ-ის ფინანსთან სამინისტრომ „პრინციპულად უსამართლო“ ჯარიმა დაუწესა. 20 ივლისს სამინისტრო აცხადებდა, რომ კომპანიამ დაარღვია რუსეთის მიმართ აშშ-ის მიერ 2014 წელს დაწესებული სანქციები. „ექსონი“ მთავრობას უჩივის და მოითხოვს, რომ გაუქმდეს ორი მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმა, ვითომ 2014 წლის მაისში სანქციების დარღვევის გამო მცირე ხნის შემდეგ მას მერე, რაც ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სანქციებს აწესებს კრემლის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის საპასუხოდ. სანქციები, სხვათა შორის, შეეხო იგორ სეჩინს, რუსეთის სახელმწიფო სანავთობო კომპანიის„როსნეფტის“ ხელმძღვანელს. მაშინ "ექსონის" ხელმძღვანელი იყო რექს ტილერსონი, რომელიც გადადგა თანამდებობიდან აშშ-ის სახელმწიფო მდივნად დანიშვნის შემდეგ. სახელმწიფო დეპარტამენტს არ გაუკეთებია კომენტარი იმაზე, თუ რა როლი ითამაშა ტილერსონმა სადავო შეთანხმებაზე ხელმოწერის დროს.

XS
SM
MD
LG