Accessibility links

უფლებადამცავები ირანის პრეზიდენტს მოუწოდებენ, არ აირჩიოს მეორე ვადით იუსტიციის მინისტრი


ადამიანის უფლებათა და პრესის თავისუფლების დამცავი თერთმეტი ორგანიზაცია მოუწოდებს ირანის პრეზიდენტს, ჰასან როჰანის, არ დანიშნოს მეორე ვადით იუსტიციის მინისტრად მოსტაფა ფურმოჰამადი, რომელსაც უფლებადამცველები ადანაშაულებენ დისიდენტების დახოცვაში 1988 წელს. როჰანისადმი მოწოდებაში, რომელიც 20 ივლისს გავრცელდა, ორგანიზაციები მიმართავენ პრეზიდენტს, რომ ფურმოჰამადის წარსულის გათვალისწინებით, მისი თანამდებობაზე კვლავ დანიშვნა არ ასახავს მის დაპირებებს ამომრჩეველთა მიმართ და ნდობას, რომელიც მას მიანიჭეს ამომრჩევლებმა. მოსტაფა ფურმოჰამადი დაზვერვის სამინისტროს წარმომადგენელი იყო სამ წევრიან კომიტეტებში, რომლებიც პოლიტკიური პატიმრების საქმეებს იძიებდნენ 1988 წლის დახვრეტების წინ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG