Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენტონი სკარამუჩი დაიკავებს თეთრი სახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორის პოსტს


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტი შესთავაზა ფინანსისტ ენტონი სკარამუჩის, რომელიც ამჟამად ექსპორტ-იმპორტის ბანკში მუშაობს. იუწყებიან, რომ ტრამპის ამ გადაწყვეტილების პასუხად თანამდებობა დატოვა თეთრი სახლის პრესმდივანმა შონ სპაისერმა, რომელიც მიიჩნევს, რომ სკარამუჩის ძალიან მცირე პოლიტიკური გამოცდილება აქვს. აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური იყო მას შემდეგ, რაც მაისში პოსტი დატოვა ყოფილმა დირექტორმა მაიკლ დუბკემ. ამ ხნის განმავლობაში შონ სპაისერი ითავსებდა თეთრი სახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას. რესპუბლიკელი სკარამუჩი, რომელიც საარჩევნო კამპანიის დროს ფონდების მოზიდვით იყო დაკავებული, დონალდ ტრამპის ერთ-ერთ მტკიცე მხარდამჭერად ითვლება.

XS
SM
MD
LG