Accessibility links

აშშ-ის არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის გამოძიება გრძელდება


რუსეთის უშიშროების სამსახური იყო კლიენტი რუსი იურისტისა, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის თაობაზე გამოძიების ცენტრშია. ამის თაობაზე მედია იტყობინებოდა 21 ივლისს. რუსეთის სასამართლოს მასალებიდან ირკვევა, რომ ნატალია ვესელნიცკაია წარმოადგენდა ინტერესებს სამხედრო ნაწილისა, რომელსაც რუსეთის უშიშროების სამსახური, „ეფ-ეს-ბე“ წარმართავდა. საქმე ეხებოდა მოსკოვში არსებული ქონების საკუთრებაზე დავას, რომელიც მიმდინარეობდა 2005-2013 წლებში. ამის თაობაზე იტყობინებიან „როიტერის“ და „ასოშიეიტედ პრესის“ სააგენტოები. „ეფ-ეს-ბე“ საბჭოთა უშიშროების სამსახურის, „კა-გე-ბეს“ მემკვიდრეა. რუსეთის „კა-გე-ბეს“, სანამ პრეზიდენტო გახდებოდა, სათავეში ედგა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ „ეფ-ეს-ბეს“ სანქციები დაუწესა არჩევნებში ჩარევის საქმეში მისი როლის გამო. ვესელნიცკაია უარყოფდა, რომ ის რუსეთის დაზვერვის ან რუსეთის მთავრობისთვის მუშაობდა.ის იყო მთავარი ფიგურა, როცა 2016 წელს, ივნისში გაიმართა შეხვედრა ნიუ იორკში, „ტრამპ ტაუერში“, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უფროს ვაჟთან, სიძესა და საარჩევნო კამპანიის მენეჯერთან. ეს შეხვედრა კონგრესის და იუსტიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარ საკითხად იქცა. ვესელნციცკაიას სურდა დონალდ ტრამპ უმცროსთან შეხვედრა და ის შუამავალმა წარადგინა როგორც „რუსეთის მთავრობის იურისტი“, რომელიც ფლობდა ტრამპის მეტოქე ჰილარი კლინტონის შესახებ საზიანო, რუსეთის მთავრობის მიერ მიწოდებული ნფორმაციას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG