Accessibility links

თალიბანი: ავღანელი თალიბების ლიდერის ვაჟმა თვითმკვლელური თავდასხმა მოაწყო


ავღანელი თალიბების ლიდერის, მოლა ჰაიბათულა ახუნდზადას ვაჟმა თვითმკვლელური თავდასხმა განახორციელა 20 ივლისს, სამხრეთში, ჰელმანდის პროვინციაში. ამის თაობაზე თალიბანი იტყობინება. ავღანეთის მთავრობის თქმით, ხელისუფლება მომხდარს იძიებს და დაცდილობს გაარკვიოს, მართლა იყო თუ არა თავდასხმის მონაწილე მოლას ვაჟი. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ტვიტერში დაწერა, რომ თალიბანი ცრუობს, და რომ ეს პროპაგანდას წარმოადგენს. ინციდენტი მოხდა ავღანეთის უშიშროების ძალების ბაზაზე, გერეშკში. ჰელმანდის 80 პროცენტი თალიბანის ხელშია.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG