Accessibility links

მაკრონი უკრაინაში ომის დასრულების მიზნით ნორმანდიის ფორმატში კოლეგებს მოელაპარაკება


საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, ის აპირებს რუსეთის, გერმანიის, ასევე უკრაინის ლიდერებს მოელაპარაკოს 24 ივლისს, რათა დასრულდეს ბრძოლა აღმოსავლეთ უკრაინაში. ეს იქნება საერთაშორისო, ოთხი ქვეყნის მცდელობის ნაწილი, დასრულდეს კონფლიქტი უკრაინაში, სადაც კიევის მთავრობის ჯარი იბრძვის რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებთან. შეთანხმებამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც მინსკში დაიდო 2015 წელს, შედეგი ვერ გამოიღო. 2014 წლის შემდეგ ამ კონფლიქტს ათი ათასი ადამიანი ემსხვერპლა. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება მოჰყვა აშშ-ის მიერ გავრცელებულ ცნობას, რომ საგანგებო წარმომადგენელი უკრაინაში, კურტ ფოლკერი, მოსალაპარაკებლად კიევში ჩავა. მოსკოვი უკრაინის კონფლიქტში მონაწილეობას უარყოფს მიუხედავად აშკარა მტკიცებულებებისა, რომ ის ეხმარება სეპარატისტებს საფინანსო და სამხედრო თვალსაზრისით.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG