Accessibility links

ირანი აშშ-ის მოთხოვნას ირანის საპატიმროდან ამერიკელების გათავისუფლებაზე, უარყოფს


აშშ-ის მოთხოვნა, რომ თეირანმა გაათავისუფლოს ირანში საპატიმროში მყოფი ამერიკის მოქალაქეები, ირანმა უარყო. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგნელმა, ბაჰრამ ყასემიმ თქვა, რომ აშშ-ის ოფიციალური პირების და უწყებების ჩარევის ან მუქარის მიზნით გაკეთებული განცხადებები ზემოქმედებას ვერ მოახდენს ირანის მართლმსაჯულების სისტემაზე და მის ნებაზე, გაასამართლოს და დასაჯოს დამნაშავეები და ქვეყნის კანონის და ეროვნული უშიშროების დამრღვევები. ეს განცხადება მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გაფრთხილებას ირანის მიმართ, რომ დამატებით და სერიოზულ ზომებს მიმართავს, თუ თეირანი არ გაათავისუფლებს და არ დააბრუნებს უკანონოდ დაპატიმრებულ ამერიკელ მოქალაქეებს. ყასემის თქმით, ირანის მართლმსაჯულება სრულიად დამოუკიდებელია. მან მოითხოვა, რომ აშშ-მა გაათავისუფლოს სწრაფად ირანელები, რომლებიც იქ არიან საპატიმროებში უმიზეზოდ და დაუსაბუთებლად.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG