Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი გენერალი: რუსეთი ერთ-ერთი საფრთხეა


აშშ-ის მაღალი რანგის სამხედრო ოფიცერმა განაცხადა, რომ რუსეთი ყველაზე უნარიანი სახელმწიფო მოთამაშეა, რომელიც აშშ-ს უპირისპირდება და სამხედრო თვალსაზრისით კი, ყველაზე სერიოზულია. აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა ჯოზეფ დანდორფმა 22 ივლისს კოლორადოში, ასპენის უსაფრთხოების კონფერენციის მონაწილეებს უთხრა, რომ რუსეთი მხოლოდ ერთ-ერთი საფრთხეა, რომელიც აშშ-ის წინაშეა, მაგრამ, როგორც მან გამოთქვა, უსაფრთხოების ბევრ პრობლემას შორის ეს მხოლოდ ერთ-ერთია , რომელიც აშშ-ის წინაშეა დღევანდელ მსოფლიოში. აშშ თავს ნებას ვერ მისცემს, ერთ საფრთხეზე იფიქროს, გადაუდებლობის თვალსაზრისით პირველი პრობლემა იქნება ჩრდილოეთი კორეა, თქვა გენერალმა და იქვე ცხადია, საქმე გვაქვს ირანის მხრიდან მძაფრ გავლენაზეო. დანდორფის თანახმად, აშშ-ის ერთ-ერთი პრიორიტეტია ბრძოლა ძალადობრივ ექსტრემიზმთან და მას ასევე აქვს გარკვეული პრობლემები უსაფრთხოების მხრივ წყნარი ოკეანის არეალში, ჩინეთის ზრდის ჩათვლით, განაცხადა გენერალმა ჯოზეფ დანდორფმა.

XS
SM
MD
LG