Accessibility links

სერგეი კისლიაკს ამოეწურა აშშ-ში რუსეთის ელჩად მუშაობის ვადა


სერგეი კისლიაკმა, აშშ-ში რუსეთის ელჩმა, 22 ივლისს დატოვა აშშ და დაასრულა თავისი ცხრაწლიანი ყოფნა მოსკოვის მთავარი დიპლომატის თანამდებობაზე მის უმთავრეს მეტოქე ქვეყანაში. რუსეთის საელჩოს თანახმად, 66 წლის ელჩი ახლა სხვა თანამდებობას დაიკავებს. „ინტერფაქსის“ ცნობით, კისლიაკი შეიძლება გახდეს ფედერალური საბჭოს წევრი. ელჩის პოსტზე მას, ალბათ, შეცვლის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანატოლი ანტონოვი, რომლის კანდიდატურა კრემლმა უნდა დაამტკიცოს. საელჩოს თანამხად, ელჩის მოვალეობას შეასრულებს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე დენის გონჩარი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG