Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საგანგებო წარგზავნილი უკრაინაში ჩავიდა


აშშ-ის საგანგებო წარგზავნილი უკრაინაში, კურტ ვოლკერი 23 ივლისს აღმოსავეთ უკრაინაში ჩავიდა. უკრაინის მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე ჩანს, როგორ ჩადის შვეულმფრენით ვოლკერი აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც უკრაინა განაგრძობს რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების წინააღმდეგ ბრძოლას. ვოლკერმა კრემატორსკსა და ავდეევკაში სტუმრობისას ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ ჩართული უნდა იყოს მშვიდობიანი მოგვარების პროცესში დონბასში. ვოლკერს ახლდა აშშ-ის ელჩი კიევში, მარი იოვანოვიჩი. ისინი იმყოფებდნენ საბრძოლო მოქმედების ზონაში, რომელსაც უკრაინა აკონტროლებს. ვოლკერმა კონფლიქტს აღმოსავლეთ უკრაინაში უწოდა „ცხელი ომი“ და არა „გაყინული კონფლიქტი“, მან რუსეთი დაადანაშაულა უკრაინის საწინააღმდეგო აგრესიაში. კურტ ვოლკერი ნატოში აშშ-ის ყოფილი ელჩია და ივლისში დაინიშნა კონფლიქტის დასრულების მიზნით მოლაპარაკებებში საგანგებო წარგზავნილად. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, ვოლკერი შეხვდება მათ, ვინც რუსეთის აგრესია იწვნია და მოილაპარაკებს "ყველა უკრაინელის უსაფრთხოების და დაცვის მნიშვნელობაზე".

XS
SM
MD
LG