Accessibility links

თურქეთის პრეზიდენტი: ყატარის გამო კრიზისი არავის ინტერესებშია


თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოანი იწყებს თავის ორდღიან ვიზიტს სპარსეთის ყურის ქვეყნებში, - საუდის არაბეთში, კუვეიტსა და თავის მოკავშირე, ყატარში, რეგიონულ კრიზისის გამო. ერდოანის თქმით, ყატარის გარშემო კრიზისი რეგიონში არავის ინტერესებშია. საუდის არაბეთმა, ბაჰრეინმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ასევე ეგვიპტემ, მათთან ერთად სხვა ქვეყნებმა, გაწყვიტეს დიპლომატიური და სავაჭრო ურთიერთობა ყატართან იმის გამო, რომ ის, სავარაუდოდ, ისლამისტ ექსტრემისტებს აფინანსებს და ახლო ურთიერთობა აქვს რეგიონულ მეტოქე ირანთან. ყატარი უარყოფს ბრალდებას, მაგრამ აცხადებს, რომ მზად არის დიალოგისთვის. ერდოანი ყატარში ჩასვლამდე მოელაპარაკება საუდის არაბეთის მონარქს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG