Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იერუსალიმში ორი პალესტინელი მოკლეს ტაძრის მთის გამო შეტაკებისას


ძალადობა გრძელდება იერუსალიმში, სადაც ისრაელის ჯართან შეტაკების შედეგად ორი პალესტინელი მოკლეს. ისინი პროტესტს გამოხატავდნენ უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების გამო ალ აქსას მეჩეთთან, ტაძრის მთასთან.ძალადობა მოხდა 21 ივლისსაც, როცა სამი პალესტინელი იქნა მოკლული უშიშროების ძალების მიერ და სამი ისრაელი ახალმოსახლე იქნა სასიკვდილოდ დაჭრილი პალესტინელი ახალგაზრდის მიერ. გაეროს უშიშროების საბჭო 24 ივლისს საგანგებო სხდომას მართავს ეგვიპტის, საფრანგეთის და შვედეთის წინადადებით, რათა განმუხტვა მოხდეს იერუსალიმში. ძალადობის ახალი ტალღა გაჩნდა 21 ივლისს, როცა ისრაელის პოლიციამ გამოაცხადა, რომ ლითონის დეტექტორებს განათავსებდა ტაძრის მთაზე მისასვლელებთან. ეს ადგილი საკრალურია მუსლიმთა და იუდეველთათვის. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეტანიაჰუმ განაცხადა, რომ უსაფრთხოების ახალი ზომები იერუსალიმში, ძალაში დარჩება. კაბინეტის სხდომაზე მან თქვა, რომ ახლო მომავალში, მისი სიტყვებით, დაანგრევენ პალესტინელის სახლს, რომელმაც სამი ახალმოსახლე დახოცა იორდანეს ნაპირზე. არაბთა ლიგის თანახმად, ისრაელი „ცეცხლს ეთამაშება, როცა ტაძრის მთასთან მისვლას ზღუდავს. უსაფრთხოების ზომები მოჰყვა ინციდენტს, როცა ორი ისრაელი პოლიციელი იქნა მოკლული 14 ივლისს.

XS
SM
MD
LG