Accessibility links

თალიბანმა იკისრა პასუხისმგებლობა ქაბულში მომხდარ სისხლისმღვრელ იერიშზე


ავღანეთის თალიბანმა იკისრა პასუხისმგებლობა თვითმკვლელი მოიერიშის მიერ დანაღმული ავტომობილით მოწყობილი იერიშისათვის, რომლის შედეგად 24 კაცი დაიღუპა და 42 დაიჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით თავდასხმა ქაბულში 24 ივლისს დილით მოხდა. იერიშის სამიზნე იყო ავტობუსი, რომელსაც მაღაროთა სამინისტროს თანამშრომლები გადაჰყავდა. თალიბანი თავის მხრივ აცხადებს, რომ თავდასხმა მოხდა უსაფრთხოების ეროვნული დირექტორატის კუთვნილ ორ ავტობუსზე, რის შედეგადაც 37 კაცი დაიღუპა. თვითმხილველთა თქმით, დანაღმული ავტომობილი ავტობუსს შეენარცხა. აფეთქების შედეგად ავტობუსი დაიწვა. თავდასხმის ფონია გაეროს ახალი კვლევა, რომლის თანახმად მიმდინარე წელს ძალადობის შედეგად ავღანეთში 1700 სამოქალაქო პირი დაიღუპა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG