Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთის პრეზიდენტი ვეტოს დაადებს სადაო საკანონმდებლო შესწორებას


პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა აპირებს ვეტო დაადოს, სადაოდქცეულ საკანონმდებლო ცვლილებებს მართლმსაჯულების შესახებ, რასაც ქვეყნის მასშტაბით მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციების ტალღა მოჰყვა. 24 ივლისს დუდამ განაცხადა, რომ იგი ვეტოს დაადებს სამიდან ორ შესწორებას, რომლებიც, ქვეყნის პრეზიდენტის სიტყვებით, საფრთხეს უქმნის ძალაუფლების დაყოფის პრინციპს და დიდ უფლებებს ანიჭებს ქვეყნის მმართველ „სამართლისა და სამართლიანობის“ პარტიას.

XS
SM
MD
LG