Accessibility links

სავარაუდოდ, საქართველოს 3 ათასმა მოქალაქემ დაარღვია ევროკავშირში ყოფნის 90 დღის ვადა


2017 წლის 28 მარტიდან ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით საქართველოს 55 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა, რომელთაგან 90 დღის ვადაში საქართველოში ამ ეტაპზე 3 ათასი არ დაბრუნებულა. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ის პირები, რომლებიც ქვეყანაში ჯერ კიდევ არ დაბრუნებულან, სამინისტროს იდენტიფიცირებული ჰყავს. "თუმცა, ამ ეტაპზე არ შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ აღნიშნულმა 3 ათასმა ადამიანმა ევროკავშირთან არსებული 90-დღიანი უვიზო რეჟიმი დაარღვია, ვინაიდან, შესაძლებელია, ამ მოქალაქეების ნაწილი ისეთ ქვეყანაში გადავიდა, რომელთანაც საქართველოს ასევე უვიზო რეჟიმი აქვს,"- განაცხადა ქართველმა მაღალჩინოსანმა.

XS
SM
MD
LG