Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაიმართა საქართველოსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ისრაელში შეხვდა ქვეყნისპრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა მიესალმება ისრაელის კომპანიების ინტერესს საქართველოში ინვესტირების მიმართულებით და მათი ხელშეწყობისთვის მზად არის. პრემიერ-მინისტრებმა ასევე ისაუბრეს უსაფრთხოების სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე. ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. გიორგი კვირიკაშვილმა ბენიამინ ნეთანიაჰუ საქართველოში მიიწვია.

XS
SM
MD
LG