Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი იწყებს ორდღიან ოფიციალურ ვიზიტს ისრაელში


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი იწყებს ორდღიან ოფიციალურ ვიზიტს ისრაელში. პრემიერ-მინისტრის პრესამსახურის ინფორმაციით, ვიზიტი დაიწყება გიორგი კვირიკაშვილის და ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს პირისპირ შეხვედრით, რომლის დასრულების შემდეგ ერთობლივი ბრიფინგი გაიმართება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდება ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს, რუვენ რივლინსაც, კნესეტის თავმჯდომარეს, იული ედელშტაინს და საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერს, ისააკ ჰერცოგს. დაგეგმილია გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან და პალესტინისა და იერუსალიმის პატრიარქთან, თეოფილოს მესამესთან. ისრაელში ვიზიტისას საქართველოს პრემიერ-მინისტრი პატივს მიაგებს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას და ეწვევა იერუსალიმის ჯვრის მონასტერს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში, თედო ჯაფარიძე.

XS
SM
MD
LG