Accessibility links

ტრამპის სიძე აცხადებს, რომ არ ჰქონია „უმართებულო“ შეხვედრა რუსეთის წარმომადგენელთან


აშშ-ის პრეზიდენტის სიძე, ჯარედ კუშნერი მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის მსვლელობის დროს არ უწარმოებია არავითარი ფარული მოლაპარაკებები უცხო სახელმწიფოს წარმომადგენელთან და არ ჰქონია „უმართებლო შეხვედრა“ რუსეთის მოქალაქეებთან. კუშნერმა, რომელიც თეთრი სახლის მაღალი რანგის მრჩეველია, ამის შესახებ წერილობით განცხადებით აცნობა აშშ-ის კონგრესის იმ კომიტეტებს, რომლებიც 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიაში რუსეთის სავარაუდო ჩარევას იკვლევენ. კუშნერი წერილში მიუთითებს, რომ მას მთლიანობაში შესაძლოა ოთხი კონტაქტი ჰქონდა რუსეთის წარმომადგენლებთან საარჩევნო კამპანიის მსვლელობის დროს და 8 ნოემბრის შემდეგ გარდამავალ პერიოდში, ვიდრე არჩევნებში გამარჯვებული დონალდ ტრამპი პრეზიდენტის მოვალეობას შეუდგებოდა.

XS
SM
MD
LG