Accessibility links

26 კაცი ემსხვერპლა თალიბების თავდასხმას პაკისტანში


პაკისტანში მოქმედმა თალიბანმა აიღო პასუხისმგებლობა თავდასხმაზე, რასაც სულ მცირე 26 კაცის შეეწირა ქალაქ ლაჰორიში. როგორც ტეჰრიკე თალიბანის წარმომადგენელმა მოჰამად ხორასნმა ამცნო მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს, თავდასხმა პუნჯაბის პროვინციის ხალხმრავალ გზაზე თვითმკვლელმა მოტოციკლისტმა მოაწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ დაღუპულთა უმრავლესობა პოლიციის თანამშრომლები არიან. 24 ივლისს თავდასხმა მოხდა ასევე ავღანეთის დედაქალაქი ქაბულში. თვითმკვლელი მოიერიშის მიერ დანაღმული ავტომობილით მოწყობილი თავდასხმის შედეგად 24 კაცი დაიღუპა და 42 დაიჭრა.

XS
SM
MD
LG