Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია, საფრანგეთი, რუსეთი და უკრაინა „დაუყოვნებლივი ზომების“ გატარებაზე შეთანხმდნენ


გერმანიის მთავრობის განცხადებით, გერმანია, საფრანგეთი, რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ დაუყოვნებლივ გასატარებელი ზომების შესახებ, რათა მოხდეს აღმოსავლეთ უკრაინაში 2015 წელს მიღწეული ზავის პირობების განხორცილება. გერმანიის მთავრობამ 24 ივლისს გვიან გაავრცელა ცნობა, რომ ე.წ. „ნორმანდის ჯგუფი“ შეთანხმდა, დაუყოვნებლივ შეწყდეს ცეცხლის შეწყვეტის პირობების დარღვევა აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც უკრაინის მთავრობის ჯარი ებრძვის რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს. ორსაათიანი სატელეფონო საუბრის შედეგად, ოთხი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ პრიორიტეტს წარმოადგენს უკრაინის არმიისა და სეპარატისტთა ჯარის ერთმანეთისგან დაშორება და რეგიონიდან მძიმე შეიარაღების გატანა. გასატარებელი ზომების კონკრეტული ნუსხა არ გამოქვეყნებულა.

XS
SM
MD
LG