Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვუჩიჩი თვლის, რომ სერბიამ აზრთა სხვადასხვაობა კოსოვოსთან ერთად უნდა მოაგვაროს


სერბიის პრეზიდენტის, ალექსანდერ ვუჩიჩის თანახმად, აზრთა სხვადასხვაობა მისმა ქვეყანამ თავის ყოფილ ოლქ კოსოვოსთან ერთად უნდა მოაგვაროს, რათა მთელმა რეგიონმა ნახოს სარგებელი. გაზეთ „ბლიცში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ვუჩიჩი წერს, რომ ახლა უმნიშვნელოვანესია ვიდრე ოდესმე, რომ ერთად მოვძებნოთ პასუხიო. ეს პასუხი მუდმივი უნდა იყოს, იმგვარი, რომ კონფლიქტი აღარ მოხდეს, აცხადებს ვუჩიჩი. სერბიისგან კოსოვოს დამოუკიდებლობა ცალმხრივად გამოაცხადა 2008 წელს. ის აღიარა 114-მა ქვეყანამ, მაგრამ ბელგრადი მას არ სცნობს. სერბიის ყოფილ ოლქს დასავლეთი უჭერს მხარს და საერთაშორისო თანამეგობრობის ადმინისტრაცია მართავს.

XS
SM
MD
LG