Accessibility links

პოლონეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა სადავო კანონპროექტის ერთ კანონს


პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც მმართველმა პარტიამ, "სამართალი და სამართლიანობა" მიიღო. და რომელიც იუსტიციის მინისტრს უფლებამოსილებას ანიჭებს, დანიშნოს და გაათავისუფლოს საერთო იურისდიქციის მოსამართლეები ქვეყანაში. პრეზიდენტმა 12 ივლისის კანონპროექტს ხელი მოაწერა, იტყობინება პრეზიდენტის კანცელარიის ხელმძღვანელის მოადგილე. პოლონეთში ბოლო ხანებში გამართული საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები მოითხოვდნენ, რომ დუდას ხელი არ მოეწერა ამ კანონპროექტზე, მას მერე, რაც მან ვეტო დაადო სასამართლოს რეფორმის ამ კანონპროექტის ორ კანონს, რომლებიც პარლამეტმა მიიღო. კანონპროექტის მიმართ კრიტიკულად განწყობილები თვლიან, რომ ის მოსამართლეთა დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის. მმართველი პარტიის გეგმას, სასამართლოს სისტემის რეფორმირების შესახებ დემონსტრაციებთან ერთად, შეშფოთება მოჰყვა ევროკავშირში და აშშ-ში.

XS
SM
MD
LG