Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ფედერციათა საბჭომ დაამტკიცა ინტერნეტის სამსახურების აკრძალვის კანონპროექტი


რუსეთის ფედერაციათა საბჭომ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც აკრძალავს ინტერნეტის სხვადასხვა სამსახურების, მათ შორის ვირტუალური კერძო ქსელებს. რუსეთის ფედერაციაში, ამ კანონის თანახმად, ასევე აიკრძალება მობილური ტელეფონებით ტექსტების ანონიმურად გაგზავნის სამსახური. კანონპროექტი დუმამ 21 ივლისს დაამტკიცა. ახლა მას ხელი უნდა მოაწეროს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინმა. ამის შემდეგ, ის ძალაში შევა გაისად, პირველი იანვრიდან, საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამი თვით ადრე.

XS
SM
MD
LG