Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპთან დაახლოებული ორი პირი შეხვდა კონგრესმენებს, რომლებიც იძიებენ არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევას


შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საარჩევნო გუნდის ორი მნიშვნელოვანი წევრი შეხვდა კონგრესმენებს, რომლებიც იძიებენ არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საკითხს. ტრამპის სიძე და მრჩეველი ჯარედ კუშნერი ზეიდზედ მეორე დღეს მივიდა კონგრესში შეხვედრების გასამართად, ხოლო ტრამპის კამპანიის ყოფილი მენეჯერი, პოლ მანაფორტი ესაუბრა სენატის დაზვერვის კომიტეტის წევრებს. საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიტიდ პრესის“ ცნობით, მანაფორტმა კომიტეტის წევრებს გააცნო 2016 წელს ნიუ-იორკში გამართულ იმ შეხვედრაზე გაკეთებული ჩანაწერები, რომელთან დაკავშირებითაც გამოძიება მიმდინარეობს. ეს შეხვედრა შესაძლოა ყოფილიყო რუსეთის მიერ შეერთებული შტატების წინასაარჩევნო კამპანიაზე გავლენის მცდელობის ნაწილი. ჯარედ კუშნერის შეხვედრებს შორის იყო დახურულ კარს მიღმა საუბარი წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის წევრებთან.

XS
SM
MD
LG