Accessibility links

მოგერინი: თურქეთი რჩება ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი


ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი, ფედერიკა მოგერინი აცხადებს, რომ თურქეთი რჩება ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევით გამოწვეულმა "სერიოზულმა შეშფოთებამ" შესაძლოა, ხელი შეუშალოს გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკების განახლებას. მოგერინის განმარტებით, ანკარამ უნდა გადადგას „კონკრეტული ნაბიჯები“ იმისათვის, რომ იყოს წინსვლა ევროკავშირთან თურქეთის დაახლოების გზაზე. ეს განცხადება მოგერინიმ გააკეთა 25 ივლისს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან და ევროკავშირის საკითხებში თურქეთის მინისტრთან, ომერ ჩელიკთან შეხვედრის შემდეგ. თურქ მინისტრებთან შეხვედრა გამართა ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, იოჰანეს ჰანმაც. მისი განცხადებით, „ადამინის უფლებები, კანონის უზენაესობა, დემოკრატია, ფუნდამენტური თავისუფლებები, მათ შორის მედიის თავისუფლება არის იმპერატიული მოთხოვნები ევროკავშირისაკენ ნებისმიერი პროგრესისათვის“.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG