Accessibility links

საქართველოში დაიწყო „სამოქალაქო პატრული“ ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან


საქართველოში აქტივისტები ჩაერთვნენ „სამოქალაქო პატრულში“ ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან. საზოგადოებრივი მოძრაობის, "ძალა ერთობაშია", ინიციატივით, მოხალისეების ჯგუფმა 25 ივლისს დაიწყო პატრულირება ყარაფილა-ბერშუეთის მონაკვეთზე ოკუპანტების მოქმედებისათვის თვალის სადევნებლად და, მათივე თქმით, „განგაშის“ ასატეხად. აქტივისტები აპირებენ ყოველდღიურ მონიტორინგს საოკუპაციო ხაზთან. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც საუბრობს ასეთ მონიტორინგთან დაკავშირებულ საფრთხეებზე. "საოკუპაციო ზონა არის მაღალი რისკის არეალი, სადაც მსგავსი ტიპის გადაადგილება საფრთხის შემცველია. ამიტომ ჩვენ მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია საზოგადოებრივი მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ინიციატივის განხორციელება“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სამინისტრო აღნიშნავს აგრეთვე, რომ „საოკუპაციო ზოლთან ინტენსიურად მუშაობენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და შსს-ს დანაყოფები, რომლებიც ხელს უწყობენ ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას და მონიტორინგის შესაბამისი ფუნქციებით არიან აღჭურვილნი.“

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG